პოლიტიკა
აშშ-ის განცხადება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით
2012-05-04 12:15:37
ჩამოტვირთვა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ აკეთებს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
განცხადებები ამის შესახებ ყოველდღიურ ბრიფინგზე მარკ ტონერმა, მოსკოვში ვიზიტისას კი დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელენ ტაუშერმა გააკეთეს.
"რუსეთისთვის არანაირი აზრი არ აქვს მიიღოს სამხედრო ზომები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის წინააღმდეგ, ეს სისტემა მას არ ემუქრება",- განაცხადა ელენ ტაუშერმა.
მარკ ტონერმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს საფუძველი შეშფოთდეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გამო.
კომენტარები