პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომისიის მორიგი სხდომა დასრულებულია
2012-05-03 21:13:54
ჩამოტვირთვა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, დევნილთა უფლებები, ქვეყანაში მიმინარე დემოკრატიული რეფორმები და საპარლამენტო არჩევნებისთვისთვის მზადება - სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს დღეს ევროკავშირ- საქართველოს ერთობლივი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე. შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშორმლობის პერსპექტივებსა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესზე. კომისიის ფარგლებში შემუშავდა ერთობლივი 35 მუხლისგან შემდგარი დოკუმენტი, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. მასში დეტალურადაა გაწერილი ქართულ-ევროპული ურთიერთობები, საქართველოში მიმიდანრე რეფორმები და ასევე კონფლიქტურ რეგიონში არსებული სიტუაცია. ევროკავშირ-საქართველოს კომისიის 14-ე სხდომა 2 დღის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
კომენტარები