მსოფლიო
IRI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევა ჩაატარა
2012-05-02 20:15:50
ჩამოტვირთვა
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევა ჩაატარა. შედეგები ჯერჯერობით უცნობია. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რეიტინგების შედეგებს მისი პარტია დღეს, 21:00 საათზე გაეცნობა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის საკუთარი რეიტინგი საჯარო გახადოს.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა "GALLUP"–ის მეშვეობით ჩაატარა.
კომენტარები