მსოფლიო
სერგეი მაგნიტსკის მკვლელებს საქართველო სანქციებს დაუწესებს
2012-05-01 19:41:21
ჩამოტვირთვა
კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს, მიიღოს ე.წ „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში ეჭვმიტანილებს, სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს დაუწესებს.
როგორც კოალიციის მიმართვაშია ნათქვამი, აღნიშნული კანონის მიღებით საქართველო, ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არასოდეს შეეგუება.
საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები ზემოთაღნიშული აქტის მიღებას ეთანხმებიან. საკანონმდებლო ორგანო „მაგნიტსკის აქტის“ განხილვას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
აღნიშნული კანონი უკვე მიღებულია ან მისაღებად განიხილება კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების პარლამენტებში.
იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე “ბუტირკაში” წამების შედეგად გარდაიცვალა. იგი სწორედ მას შემდეგ დააკავეს, რაც სამართალდამცავების კორუფციულ სქემებზე ალაპარაკდა. უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ მაგნიტსკი რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
კომენტარები