მსოფლიო
1 სექტემბრიდან ყველა ბავშვსა და პენსიონერს ახალი სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფენ
2012-04-30 20:43:59
ჩამოტვირთვა
ახალი კანონის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ყველა ბავშვსა და პენსიონერს ახალი სადაზღვეო პაკეტით უზრუნველყოფს.
მთავრობის დადგენილების თანახმად, სადაზღვეო კომპანიებისთვის, რამდენიმე თვეში, აუქციონი გაიმართება, სადაც პოლისის რაოდენობა განისაზღვრება. აუქციონში მონაწილეობის მიღება საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვეო კომპანიას შეეძლება.
მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სადაზღვეო სისტემის გარდა, მინისტრმა ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ე.წ ,,თამაშის წესებზეც’’ ისაუბრა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, მთავრობა წლის ბოლოს რამდენიმე ახალი მაგისტრალის მშენებლობას დაიწყებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სამტრედია–გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი გზის პროექტირება უკვე დაწყებულია.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში თბილისი–რუსთავის გზის მშენებლობაც დაიწყება.
კომენტარები