პოლიტიკა
ივანიშვილი ეჭვმიტანილ თამაზაშვილს შსს-ში მაღალ თანამდებობას ჰპირდება
2012-04-30 14:59:44
ჩამოტვირთვა
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სიმამრს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობას ჰპირდება.
მისი თქმით, თამაზ თამაზაშვილი ხელისუფლების პოლიტპატიმარია. ოლიგაქრმა თამაზაშვილის დაკავება "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლად შეაფასა.
ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჯერ-ჯერობით, მათ მიერ დაანონსებული აქციის გამართვის ზუსტი თარიღი და დრო ცნობილი არ არის.
პრესსპიკერის თქმით, აქციები 26 ან 27 მაისს ჩატარდება, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ განცხადება შესაბამის უწყებებში უკვე შეტანილი აქვთ და პასუხს ელოდებიან.
რაც შეეხება უშუალოდ აქციის ჩატარების ადგილსა და კონკრეტულ დროს, კოალიცია ორ ვარიანტს განიხილავს - ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონს ან მიხეილ მესხის სახელობის არენას. ფანჯიკიძის განცხადებით, აქციის 26 მაისს გამართვა შემთხვევითი არ არის, რადგან სწორედ ამ დღეს, პარტია საარჩევნო კამპანიას იწყებს.
კომენტარები