1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგარეო უწყება ვლადიმერ სანაკოევის განცხადებას გამოეხმაურა

ჩამოტვირთვა

ჟენევის ფორმატში ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის დელეგაციის შემადგენლობაში ცვლილება არ იგეგმება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ სანაკოევის განცხადების შეფასებისას განაცხადა. ნინო კალანდაძის განმარტებით, ამ დროისთვის, ჟენევის ფორმატში ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ორი ოფიციალური წარმომადგენელი მონაწილეობს და ცვლილება არ იგეგმება. “მოძრაობა კოკოითი ფანდარასტის ყოფილი ხელმძღვანელის, ვლადიმერ სანაკოევის განხადებით, მას დიმიტრი სანაკოევმა შესთავაზა, ჟენევის მოლაპრაკებებში დამოუკიდებელი ექპერტის სტატუსით ჩართულიყო. საგარეო უწყება მსოფლიო ხალხთა კონგრესის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებასაც გამოეხმაურა. ნინო კალანდაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი არ ემუქრება. მსოფლიო ხალხთა კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ხომერიკმა განაცხადა, რომ დსთ–დან გამოსვლა საქართველოს ეკონომიკურ პრობლემებს შეუქმნის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები