პოლიტიკა
მინისტრებმა დეპუტატების კითხვებს უპასუხეს
2012-04-27 11:42:39
ჩამოტვირთვა
დღეს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართა. მინისტრების მოწვევის ინიციატორმა, ფრაქცია“ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, განათლებისა და კულტურის მინისტრები მოიწვიეს და 26 კითხვა დაუსვეს.
განათლების მინისტრმა სამთავრობო საათის ინიციატორ ფრაქციას, გაგზავნილი კითხვებიდან გამომდინარე, კვალიფიკაცია დაუწუნა. მისი განმარტებით, კითხვების უმეტესი ნაწილი საბჭოურ იდეოლოგიას ეფუძნებოდა.
შაშკინმა რამდენიმე სიახლეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის დახვეწის მიზნით, სამინისტრო სახელმწიფო წილის მფლობელ უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. უმაღლეს დაწესებულებას აღნიშნული ქონება მფლობელობაში სტუდენტთა დაფინანსების მიზნით გადაეცემა. ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, უცხოეთში სწავლა ატესტატის გარეშე გააგრძელონ.
20 მაისიდან, საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს "სტუდენტური ქარდები" დაურიგდებათ, რომელთა მეშვეობით ისინი დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ. შაშკინის განმარტებით, სტუდენტებს ამ სიახლით ცხოვრება 50%-ით გაუიაფდებათ.
პარლამენტში დებუტატების კითხვებს სასჯელაღსრულებისა და კულტურის მინისტრებმაც უპასუხეს.
სამთავრობო საათის ფორმატით საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრმაც უპასუხა. ვანო მერაბიშვილი გამჭვირვალე შუშის პოლიციის შენობების ექსპორტის განხორციელებას მინიმუმ 5 ქვეყანაში გეგმავს. შინაგან საქმეთა მინისტრს ვლადიმერ სანაკოევის შესახებაც კითხეს, რაზეც მერაბიშვილმა უპასუხა, რომ სანაკოევის წარსულის მიუხედავად, მის პოლიტიკაში მოსვლას მიესალმება.
საკანონმდებლო ორგანოში დებატები 4 საათს გაგრძელდა. პარლამენტში მინისტრების მოწვევის ინიციატორი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ იყო.
კომენტარები