1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მედვედევის აგრესიული განცხადება სააკაშვილის მიმართ

ჩამოტვირთვა

რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბარი არავის უკვირს. ამჯერად მედვედევმა აგრესია საქართველოს პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოხატა. რუსული გამოცემა "ვზგლიადის" ინფორმაციით, მან ქართველ კოლეგას "ცარიელი ადგილი" უწოდა და განაცხადა, რომ ის ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა. "სააკაშვილი ცარიელი ადგილია, ნოლი. ადრე თუ გვიან ის პოლიტიკური ისტორიიდან წავა. ნებისმიერ სხვა ხელისუფალთან კი, რომელიც მის შემდეგ მოვა, ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ".- განაცხადა მედვედევმა. მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ქართველ ხალხთან პრობლემა არ აქვს და რუს ხალხში არ არსებობს არანაირი ანტიპათია მათ მიმართ. პირიქით, ქართველი ხალხი ძალიან ძვირფასია რუსებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები