1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გრიგოლ ვაშაძემ NDI-სა და IRI-ს არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა

ჩამოტვირთვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, ოფიციალური მოსაწვევები ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს კენეთ ვოლაკს და საერთაშორისი რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პრეზიდენტს ლორნ კრეინერს გაუგზავნა . საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს მზადყოფნა, მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით 6 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს - ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს. მედიამონიტორინგის პროექტის დაფინანსების მიზნით,საგარეო საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები