1 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილი ინტერნეტმედიას დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

რამდენიმე დღის წინ რუსულ ,,რუთუბიზე“ გამოქვეყნდა ვიდეო,რომელშიც ასახულია,თუ როგორ ერთობა მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბიძინა ივანიშვილი უცნაური თამაშით. ვიდეო, ინტერნეტ ტელევიზია აიტივიმ მონტაჟის გარეშე ჩამოტვირთა ,,რუთუბიდან“ და საიტზე განათავსა. ივანიშვილის უცნაურმა გართობებემა და შვილებთან ერთად მსგავსი სახალისო სკეტჩებით ხალისობამ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია ,რაც აიტივის კომენტარების ველში აისახა, როგორც ჩანს საზოგადოების აღშფოთებამ ,ივანიშვილი ააღელვა და დღეს საკუთარ ოფიციალურ ფბ გვერდზე ახსნა განმარტების წერილი გამოაქვეყნა,სადაც აიტივის ვიდეოს მონტაჟში ადანაშაულებს და საზოგადოებას ამ ვიდეოს ონლაინსივრცეში გავრცელების მიზეზების შესახებ საკუთარ ეჭვებს უზიარებს,ივანიშვილი განცხადებას თან ურთავს ვიდეოს სრულ ვერსიას, გთავაზობთ ციტატას მისი განცხადებიდან „ძალოვანი სტრუქტურებიდან კონტროლირებადი ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა 1998 წლის 14 სექტემბერს გადაღებული ვიდეო ჩანაწერის მცირე ნაწილი, დამონტაჟებული სახით. ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რასაც დარწმუნებულნი ვართ, ქართული საზოგადოება თვითონ გასცემს საკადრის პასუხს. საზოგადოებას შესაძლებლობას ვაძლევთ, ნახოს ეს ვიდეო სრული და ხელუხლებელი, დაუმონტაჟებელი სახით.“ შეგახსენებთ,რომ საზოგადოების გაღიზიანება , არა ვიდეოს არსებობამ ან ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის პიკანტურმა გართობამ გამოიწვია, არამედ იმან,რომ მაყურებელმა ვიდეოში ასახული თამაშობანი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ამორალურ ქმედებად ჩათვალა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო აიტივის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ვიდეო მასალა, კადრები რუსულ საიტ ,,რუტუბიზე“ გავრცელდა და აიტივიმ მასალა ყოველგვარი მონტაჟის გარეშე მოგვიანებით საკუთარ გვერდზე ატვირთა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები