მსოფლიო
ხვალ პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება
2012-04-25 19:48:50
ჩამოტვირთვა
საკანონმდებლო ორგანოში ხვალ სამთავრობო საათი გაიმართება. დეპუტატების წინაშე ოთხი მინისტრი წარსდგება.
სამთავრობო საათის ინიციატორი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" არის, რომელიც პარლამენტში იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, კულტურისა და განათლების მინისტრს იწვევს. ფრაქციამ მოწვეულ მინისტრებს 26 კითხვა გადაუგზავნა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გუშინ განაცხადა, ოთხი მინისტრი პარლამენტში მისასვლელად მზად არის. მისივე თქმით, შესაძლოა, სხდომას ზურაბ ადეიშვილიც დაესწროს.
მმართველი გუნდის წევრები და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები თითოეულ სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
სამთავრობო საათი გასული თვის ბოლო ხუთშაბათასაც გაიმართა, თუმცა სხდომაზე მოწვეული მინისტრების მოადგილეები მივიდნენ.
სამთავრობო საათი ხვალ, 17:00-ზე დაიწყება.
კომენტარები