პოლიტიკა
26 აპრილს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება
2012-04-25 11:31:53
ჩამოტვირთვა
26 აპრილს პარლამენტში სამთავრობო საათი გაიმართება, სადაც დეპუტატების წინაშე ოთხი მინისტრი წარსდგება.
სამთავრობო საათის ინიციატორი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" არის, რომელიც პარლამენტში ხუთ მინისტრს - იუსტიციის , შსს-ს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის , კულტურის და განათლების მინისტრს იწვევს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ოთხი მინისტრი მზადაა, პარლამენტში მივიდეს. მისივე თქმით, შესაძლოა სხდომაზე ზურაბ ადეიშვილიც მივიდეს.
სამთავრობო საათი ხუთშაბათს, 17:00-ზე დაიწყება.
კომენტარები