პოლიტიკა
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდა
2012-04-24 18:38:15
ჩამოტვირთვა
პრემიერ მინისტრმა, ნიკა გილაურმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქვეყნის პირველი კვარტლის მაკროეკონომიკური პარამეტრების წინასწარი მონაცემები გააცნო.
გილაურის თქმით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა. მისი შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეს მონაცემები დადებითია.
დღესვე, მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის 5%-იანი ზრდა აქვს გათვალისწინებული.
საქართველოში დეფლაციის მაჩვენებელმა 2 %-ს მიაღწია. პრემიერმა ამის მიზეზად საერთაშორისო ბაზარზე ფასების შემცირება დაასახელა. მისი თქმით, გასულ წელს დეფლაციის მაჩენებელი 10-11%-ს შეადგენდა.
კომენტარები