1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

ჩამოტვირთვა

ხმაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ინციდენტი ჯონდი ბაღათურიასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ყველაფერი ბარათურიას სიტყვის გამოსვლის დროს დაიწყო, როდესაც დეპუტატი თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე საუბრობდა და აღნიშნა რომ მეზობელ ქვეყანაში ქართველებს ყიდიან. აზერბაიჯანელი დეპუტატის აზერ სულეიმანოვის აღშფოთება მოჰყვა, ბარათურიას შეკითხვას: “ საქართველოს პარლამენტს სომხებმა გენოციდის აღიარება, რომ სთხოვოს რას აპირებთო“. აზერბაიჯანელმა დეპუტატმა აღნიშნულ გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა და შემდეგ ბაღათურიას ტრიბუნისკენ გაემართა. მმართველმა გუნდმა პარლამენტის აზერბაიჯანელ დეპუტატს მხარი დაუჭირა და უმრავლესობის წევრები ჯონდი ბაღათურიასთან მიიჭრნენ. უმრავლესობის წევრებს შორის განსაკუთრებით აკაკი ბობოხიძე აქტიურობდა, რომელმაც ოპოზიციონერისკენ ფიზიკურად გაიწია. ბაღათურიამ რამდენი წუთით სიტყვა შეწყვიტა, საუბრის გაგრძელების შემდეგ კი თემა ეკონომიკურ საკითხებზე გაადაიტანა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები