1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მასშტაბური პროექტი "კარდაკარი" დაიწყო

ჩამოტვირთვა

გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნებისთვის დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ათას–ზე მეტი რეგისტრატორი, "კარდაკარის" ფარგლებში, ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმებას იწყებს. სიების დაზუსტების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მოსახლეობის აქტიურობას ენიჭება. მოქალაქეებმა, პირველი რაც უნდა გააკეთონ, მათთან ოჯახში მისულ რეგისტრატორებს კარი უნდა გაუღონ და მათ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ. კომისიის წარმომადგენლები აღჭურვილი იქნებიან სპეციალური მოწმობით და კომისიის ლოგოტიპიანი საქაღალდით. მონაცემების გადასამოწმებლად საჭიროა კომისიის წარმომადგენელს მოქალაქემ პირადობის მოწმობა წარუდგინოს. სპეციალურად გადამზადებული რეგისტრატორები, ხარვეზის შემთხვევაში, და მოქალაქის განაცხადის საფუძველზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესწორებას გააკეთებენ. აღირიცხება როგორც სხვა მისამართზე მცხოვრები პიროვნებები, ასევე დაუდგენელი მისამართები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები