პოლიტიკა
სამთავრობო საათის გამართვის საკითხზე ხვალ იმსჯელებენ
2012-04-23 17:37:22
ჩამოტვირთვა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანონმდებლებმა ხვალინდელი დღის წესრიგი დაამტკიცეს. განსახილველ საკითხებს შორის სამთავრობო საათის გამართვაზეც იმსჯელებენ.
სამთავრობო საათის გამართვის ინიციატივა ფრაქციას „ერთობა სამართლიანობისთვის“ ეკუთვნის. ფრაქციის წევრები სამთავრობო საათის ფორმატში ხუთ მინისტრს იბარებენ.
მოწვეულ მინისტრებს შორის მოხვდნენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჟელაღსრულებისა და კულტურის მინისტრები, ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ფრაქციამ სამთავრობო საათის გამართვა ხუთშაბათს მოითხოვა. ზუსტი თარიღი ხვალ გახდება ცნობილი.
კომენტარები