პოლიტიკა
საგარეო უწყებაში დონალდ ტრამპის ვიზიტი შეაფასეს
2012-04-23 14:09:37
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო უწყება საქართველოში „ტრამპთაუერის“ მშენებლობის ფაქტს, დასაქმების კუთხით, მნიშვნელოვნად აფასებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ, აღნიშნა, საქართველოში მსხვილი ინვესტორის შემოსვლა სხვებისთვისაც სამაგალითო გახდება.
საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დადება სულელური ნაბიჯი იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსულ ბაზარზე ქართული ლიმონათის, „ზედაზენის“, შესვლას გამოეხმაურა.
კომენტარები