მსოფლიო
საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა ლავროვის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს
2012-04-19 21:19:44
ჩამოტვირთვა
ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო - რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ალიანსის მიერ საქართველოს მხარდაჭერამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერეგი ლავროვის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია.
„ ის რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ახლა როცა ნატო საქართველოს თავის დოკუმეტებში მოიხსენიებს როგორც ასპირანტ ქვეყანას ეს გვაოცებს, რადგან 2008 წლის შემდეგ საქართველოს მილიტარიზაცია ისევ სწრაფად მიმდინარეობს. სააკაშვილმა ვაშინგტონში გაანაცხადა რომ მან მიაღწია სამხედრო შეიარაღების აღდგენას და ნატოში გაწევრიანების დაპირებაც მიიღო.
ლავროვის ამ განცხადებას ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე უპასუხა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს სვლა ნატოსკენ გარდაუვალია, მიუხედავად რუსეთის პოზიციისა.
ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულებისას სპეციალურ ბრიფინგზე საქრთველოსადმი მხარდაჭერა ნატოს გენერალურმა მიდვანმა კიდევ ერთხელ გამოხატა. ანდრეს ფოგ რასმუსენმა კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.
” საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც რუსეთთან ამ დრომდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ რუსეთთან ვერ შევთნახმდით ასევე ანტისარაკეტო სისტემის საკითხებზეც. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ანტისარაკეტო სისტემა რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის. რუსეთმა უნდა გაიგოს რომ ის არ განიხილება როგორც საფრთხე ნატოსთვის.
დღესვე ბრიუსელში „აისაფის“ ოპერაციაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც გრიგოლ ვაშაძეც დაესწრო. ქართული დელეგაცია დღესვე საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მინისტერიალის პირველ დღეს კი საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონსაც შეხვდა. ჩიკაგოს სამიტამდე ერთი თვით ადრე მხარეებმა იმ დეკლარაციის შინაარსიც შეათანხმეს, რომელსაც ალიანსი ჩიკაგოში მიიღებს. გრიგოლ ვაშაძემ მინისტერიალის ფარგლებში ორმხივი შეხვედრებიც გამართა.
ნატოს მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დასრულდა.
კომენტარები