1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მაკკეინი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას კვლავ მხარს უჭერს

ჩამოტვირთვა

საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს - ეს განცხადება ჯონ მაკკეინმა გააკეთა, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების თემაზე ვაშინგტონის კარნეგის ცენტრში მოხსენებით გამოვიდა. ამერიკელმა სენატორმა საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების აუცლებლობასა და შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მინდა ნატოს წევრობაზე საქართველოს საკითხი განიხილონ. ძალიან დიდი ხანია ეს პოზიცია მაქვს. შარშან ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ინსტრუქციას აძლევს საქართველოსთვის თავდაცვისთვის იარაღის მიწოდების გზები მოსინჯოს. ჩვენ გვინდა, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს. სენატორი მაკკეინი პრეზიდენტ ობამას სიტყვებსაც გამოეხმაურა, რომელიც მედვედევთან შეხვედრის დროს გაჟღერდა. `პრეზიდენტი ამბობს, რომ მოქნილი იქნება რუსეთის ლიდერის მიმართ, ძალიან მაინტერესებს, ეს რას ნიშნავს. ეს განაგრძობს გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერას, მაგრამ ფაქტია, გაეროში რუსეთი ბლოკავს მნიშვნელოვან რეზოლუციებს სირიაში და ამის უნდა რცხვენოდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები