1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო კვლავ რჩება საკითხად, რომელზეც ნატო-სა და რუსეთს უთანხმოება აქვთ

ჩამოტვირთვა

საქართველო კვლავ რჩება საკითხად, რომელზეც ნატო-სა და რუსეთს უთანხმოება აქვთ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გენერალურმა მდივანმა დაასახელა ის საკითხები, რომლებზეც ნატო-რუსეთის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. "ასევე, ვიმჯელეთ, იმ საკითხებზე, რომლებშიც კვლავ გვაქვს უთანხმოება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი საქართველოა. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა რასმუსენმა. რუსეთთან უთანხმოების კიდევ ერთ სფეროდ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა დაასახელა. "ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებზეც ვთანხმდებით, თუ ვერ ვთანხმდებით", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები