პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო კვლავ რჩება საკითხად, რომელზეც ნატო-სა და რუსეთს უთანხმოება აქვთ
2012-04-19 15:36:02
ჩამოტვირთვა
საქართველო კვლავ რჩება საკითხად, რომელზეც ნატო-სა და რუსეთს უთანხმოება აქვთ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გენერალურმა მდივანმა დაასახელა ის საკითხები, რომლებზეც ნატო-რუსეთის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
"ასევე, ვიმჯელეთ, იმ საკითხებზე, რომლებშიც კვლავ გვაქვს უთანხმოება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი საქართველოა. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა რასმუსენმა.
რუსეთთან უთანხმოების კიდევ ერთ სფეროდ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა დაასახელა.
"ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებზეც ვთანხმდებით, თუ ვერ ვთანხმდებით", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
კომენტარები