მსოფლიო
გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს შეხვდა
2012-04-19 12:40:24
ჩამოტვირთვა
შეხვედრა სტრატეგიულ პარტნიორთან – ჩიკაგოს სამიტამდე ერთი თვით ადრე ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის პირისპირ მოლაპარაკებები გაიმართა.
ორი პარტნიორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა უსაფრთხოების, ნატო-ს ISAF-ის ოპერაციის, ქარტიით გათვალისწინებული თანამშრომლობის საკითხები და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვა თემები განიხილეს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
კომენტარები