მსოფლიო
რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას აფორმებს
2012-04-18 19:56:14
ჩამოტვირთვა
ოკუპანტი ქვეყანა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან რამდენიმე ხელშეკრულებას აფორმებს. მათ შორის, საუბარია ვაჭრობის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების, ასევე განათლების სფეროში დადებულ შეთანხმებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ვიაჩისლავ ჩიკირბასთან, შეხვედრა გამართა.
კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების სფეროში გაფორმებული ხელ¬შეკ¬რუ¬ლე¬ბა მო¬ბი¬ლუ¬რი, სა¬ტე¬ლე¬ფო¬ნო, სა¬ფოს¬ტო და სა¬ტე¬ლი¬ტუ¬რი კავ¬ში¬რე¬ბის მუ¬შა¬ო¬ბის რე¬გუ¬ლი¬რე¬ბას ით¬ვა¬ლის¬წი¬ნებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთი, ამ გზით, გა¬ე¬როს ქვემ¬დე¬ბა¬რე ორ¬გა¬ნოს - სა¬ერ¬თა¬შო¬რი¬სო კავ¬შირ¬გაბ¬მუ¬ლო¬ბის სა¬ა¬გენ¬ტოს, წი¬ნა¬შე აღე¬ბულ ვალ¬დე¬ბუ¬ლე¬ბებს ღიად არღვევს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი, აღნიშნულ ხელშეკრულებას არაკანონიერსა და აბსურდულს უწოდებს. რუსეთი მსგავსი ტიპის შეთანხმების გაფორმებით, საქართველოს ტერიტორიებზე ოკუპაციის ლეგიტიმაციას ვერ მოახერხებს, რადგან აღნიშნულ დოკუმენტს სამართლებრივი ძალა არ აქვს.
ქართული მხარე, ამ მიმართულებით, აქტიურ მუშაობას გეგმავს. ქართველი კანონმდებლები იმედს გამოთქვამენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მორიგ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეაფასებს.
კომენტარები