1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსი ოლიგარქი ვაშინგტონელი ლობისტების არმიას ქირაობს

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა კაცმა, რომელსაც 6.5 მილიარდის ქონება აქვს, ვაშინგტონში PR კონსულტანტებისა და ლობისტების პატარა არმია დაიქირივა. ამ არმიაში, სულ ცოტა, 7 ყველაზე ცნობილი ვაშინგტონური ფირმა შედის. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ბიზნეს-იმპერია ვლადიმერ პუტინის რუსეთში შექმნა, ის, მოცემული მომენტისთვის, უსამშობლოდ არის დარჩენილი – მან უარი თქვა საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე, ხოლო საქართველოში მოქალაქეობა ჩამოართვეს. დღეს Politico იუწყებოდა, რომ ფირმები, რომლებიც მუშაობენ მილიარდერზე (Patton Boggs, National Strategies, Downey McGrath და სხვები) – არ დარეგისტრირებულან უცხოური სააგეტოების რეგისტრაციის აქტის შესაბამისად, ანუ იმ კანონის შესაბამისად, რომელიც 1938 წლიდან უცხოური პოლიტიკური პარტიის, ან მთავრობის სახელით, აშშ-ის პოლიტიკაზე ზემოქმედების ძალისხმევას არეგულირებს. ამ ფაქტმა, ლობისტურ კომპანიასთან დაკავშირებით, მთელი რიგი სამართლებრივი კითხვები გააჩინა. უფრო მეტ კითხვას ბადებს მილიარდერის ვაშინგტონური აქტივობის მიზნები. გასულ თვეს, კონგრესმენმა ჯიმ მაკდერმოტმა, დემოკრატმა ვაშინგტონიდან, რომელიც ერაყში აშშ-ის ინტერვენციის წინა დღეებში სადამ ჰუსეინს ედგა მხარში, რეზოლუცია წარადგინა. ეს რეზოლუცია სავსე იყო ივანიშვილის ქებით და აბუჩად იგდებდა საქართველოს ამჟამინდელ "რეჟიმს", რომელიც უსაზღვროდ პრო-ამერიკულია და იმით ამაყობს, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, აშშ-ს ჯარებთან ერთად, ყველაზე დიდი კონტიგენტი ჰყავს ავღანეთში. ივანიშვილის ბიზნესინტერესებმა, შესაძლოა, ამბის ნაწილი მოგვითხრონ. მილიარდერი ერთადერთი უდიდესი კერძო ინვესტორია რუსულ სახელმწიფო კომპანიაში, გაზის გიგანტ "გაზპრომში". ამავდროულად, ის ფლობს რუსეთის ნავთობკომპანიის, "ლუკოილის", მსხვილ აქციებს. მას აქვს ბანკი და დიდი უძრავი ქონება რუსეთში. არ არის გასაკვირი, რომ ივანიშვილმა პუტინი და "დემოკრატიის" მისეული ვერსია შეაქო. ივანიშვილის პარტნიორები საქართველოში კიდევ უფრო მკვეთრად ითხოვენ იმას, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს ნატოში გაწევრიანების მცდელობები და თავისი პოზიციების განმტკიცება დასავლური დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაში. კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ძალისხმევაში, საძაგელ რეჟიმებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, მათ შორის Patton Boggs-საც, რომელიც ვაშინგტონში პეკინის ინტერესებსაც წარმოადგენს. მაგრამ ცალკე უნდა გამოვყოთ ერთი ფირმა, როგორც უცნაური არჩევანი. კომპანია Peter Mirjianian Public Affairs, რომელსაც თავისი დემოკრატი ლობისტის სახელი ჰქვია. ის კარგად არის ცნობილი იმით, რომ ქალაქში სომხეთის, ამერიკის სომხური ეკლესიისა და აშშ-ის სომხეთის ნაციონალური კომიტეტის ინტერესებს წარმოადგენს. ივანიშვილის კოალიციას საქართველოში მკვეთრად გამოხატული ანტი-სომხური განწყობები აქვს. ეროვნული ფორუმის ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ, ივანიშვილის "ქართული ოცნების" კოალიციის პარტნიორმა, განაცხადა, რომ "სომხური ეკლესია საქართველოს გარეთ გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ქართული ეკლესია და თუ მას შიგნით ისეთივე სტატუსი ექნება, ჩვენ სომხები გადაგვივლიან". ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა და თანადამფუძნებელმა, მანანა კობახიძემ, ახალი მოძრაობის ანტი-ამერიკული, ანტი-ლიბერალური ფილოსოფია აიტაცა, როდესაც მან საქართველოს მთავრობა იმისთვის დაგმო; "ის ცდილობს ამერიკას უმცირესობების დაცვით ასიამოვნოს… ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე – ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?" თუ ივანიშვილი და მისი ლობისტები წარმატებას მიაღწევენ, ქართულმა დემოკრატიამ და საქართველოს უმცირესობებმა, შეიძლება, კიდევ ერთი მძიმე უკუსვლა განიცადონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები