მსოფლიო
ISAF-ის მონაწილე ქვეყნების მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციაც გაემგზავრება
2012-04-17 14:40:49
ჩამოტვირთვა
18-19 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
როგორც ნინო კალანდაძემ განაცხადა, მინისტერიალის ფარგლებში ასევე ISAF ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირის, გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით. გრიგოლ ვაშაძე თავის უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
კომენტარები