პოლიტიკა
“შესაძლოა, რუსეთმა საქართველოსთან ახალი ომი დაიწყოს”
2012-04-13 16:24:17
ჩამოტვირთვა
სამხედრო კონფლიქტი ირანთან, შეიძლება მასშტაბური დესტაბილიზაციის მიზეზი გახდეს, რომლის შედეგიც, შესაძლოა, საქართველოსთან რუსეთის ახალი ომი იყოს-
ეს განცხადება ცნობილმა პოლიტოლოგმა და აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უშიშროების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკი გააკეთა.
რუსეთის, თურქეთისა და ირანის როლის შესახებ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოება-2012“ ბჟეზინსკიმ თავის კოლეგასთან, ასევე აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან, ბრენტ სკოუკროფტთან ერთად ისაუბრა. აღნიშნული ფორუმი ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
ინტერნეტ-გაზეთი CONTACT ხაზს უსვამს, რომ ბჟეზინსკის განცხადებამ მას შემდეგ გაიჟღერა, რაც ჯეიმსთაუნის ფონდმა გამოაქვეყნა ანალიტიკური დოკუმენტი საქართველოს წინააღმდეგ რუსების შესაძლო მოქმედებების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, რუსეთი გაზრდის თავის სამხედრო ძალებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თუმცა ზოგიერთი ამერიკელი ანალიტიკოსი რუსეთის საქართველოზე თავდასხმის მიზეზს ვეღარ ხედავს. ყოფილი დიპლომატი და სამხედრო დეილ ერსპრინგი ამბობს
ანალიტიკოსი ჯეფ სახაედო, რომელიც კარლტონის უნივერსიტეტის ევროპული და ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია, ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს კავკასიასა ან ახლო აღმოსავლეთში:
თავის მხრივ, ამერიკელი ჩინოვნიკები ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს რუსების მოქმედებას რეგიონში. „ჩვენ ვიცით ბოლო მოვლენების შესახებ“ - მოკლედ აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო „Turan“-თან საუბრისას, როცა ბჟეზინსკის განცხადებაზე აკეთებდა კომენტარს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსული მედია აქტიურად იუწყება ჩრდილოეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ძალების ზრდისა და აქტივიზების შესახებ. იწრთვნებიან სომხეთში, გიუმრში არსებულ 102-ე ბაზაზე მყოფი სამხედროები, იგეგმება უპრეცედნეტოდ მასშტაბური სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“, რაც აჩენს ეჭვს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.
კომენტარები