მსოფლიო
უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებმა სახალხო დამცველის გამოსვლა შეაფასეს
2012-04-12 23:26:34
ჩამოტვირთვა
დღეს პარლამენტში დეპუტატებმა სახალხო დამცველის 650 გვერდიანი ანგარიში მოისმინეს. რეკომენდაციების შემდეგ, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებმა ანგარიშში ასახული შენიშვნები განიხილეს. სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაეთმოთ.
კომპეტენტური ანგარიში, რომელიც მიუთითებს, რომ ქვეყანაში დაწყებული რეფორმები წარმატებით ხორციელდება, ასე შეაფასეს სახალხო დამცველის ანგარიში სახელისუფლებო გუნდის წევრებმა. უმრავლესობის განცხადებით, 2011 წლის შემდეგ, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების 40% შესრულდა. ომბუცმენის ანგარიში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც შეაფასეს. გიორგი ტუღუშმა კი საკანონმდებლო ორგანო კმაყოფილმა დატოვა.
სახალხო დამცველი პარლამენტში დეპუტატებს ანგარიშს წელიწადში ერთხელ აბარებს.
კომენტარები