პოლიტიკა
გიორგი ტუღუში საკანონმდებლო ორგანოში
2012-04-12 21:46:19
ჩამოტვირთვა
გიორგი ტუღუში საკანონმდებლო ორგანოში 650 გვერდიანი ანგარიშით წარსდგა. დოკუმენტი სხვადასხვა სფეროში გასულ წელს არსებულ ვითარებას ასახავს. სახალხო დამცველის ანგარიში სასჯელაღსრულების, სასამართლოს, ქალთა და ბავშვთა ძალადობას, ასევე ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობის საკითხებს შეეხო. ანგარიშის დიდი ნაწილი სასჯელაღსრულების სიტემაში არსებულ სიტუაციას ეთმობოდა.
გიორგი ტუღუშის მიერ საპარლამენტო ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებმა შეკითხვები დასვეს. სახალხო დამცველის მისამართით დასმული შეკითხვები ანგარიშში გაწერილი შენიშვნების შესახებ იყო. დღევანდელ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატებმა სასჯელაღსრულების მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენეს. თუმცა, ამ პოზიციას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წევრები.
სახალხო დამცველმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილიც წარუდგინა, რომელიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა მუშაობის პროცესში უნდა გაითვალისწინონ. გიორგი ტუღუში პარლამენტს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივითაც მიმართავს. სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წელიწადში ერთხელ წარადგენს.
კომენტარები