1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა აერთიანებთ ივანიშვილსა და თოფაძეს?

ჩამოტვირთვა

ეს განცხადება ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის ახალმა მეოცნებე გოგი თოფაძემ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას დღეს გააკეთა. ოლიგარქის გუნდში გადასვლამდე ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს „ქართუ ბანკისგან“ 6 მილიონის ოდენობის კრედიტი ჰქონდა აღებული, მაგრამ მეოცნებეთა რიგებს შეერთების სანაცვლოდ, ვალი გამოექვითა. თოფაძე-მრეწველები „ქართულ ოცნებაში“ ოფიციალურად გაწევრიანდა, თუმცა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ მისი პოზიცია კოალიციის პოლიტიკური დეკლარაციის პრინციპებს მკაცრად ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნებისათვის“ ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია პრიორიტეტული საკითხია. მრეწველები ნატოს თემაზე პოზიციის შეცვლას არ აპირებენ. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემისგან განსხვავებით, 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზე ივანიშვილისა და თოფაძის აზრები ერთმანეთს ემთხვევა. მრეწველების ლიდერი რამდენიმე წლის წინ, ერთერთ გადაცემაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ „მძინარე ცხინვალის“ მშვიდობიანი მოქალაქეები დაბომბა. აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების რუსულ ვერსიას, რომლის თანახმად პირველი ტყვია ქართულმა მხარემ გაისროლა, ამ ვერსიის ავტორი კრემლი და მისი მარიონეტები უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ავრცელებენ. თუმცა 2012 წლის 19 იანვარს ვლადიმერ პუტინი მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს. რუსული მედიასაშუალებების რედაქტორებთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი არმიის მეზობელ საქართველოზე თავდასხმის მოტივი, არა „რუსეთის მოქალაქეების დაცვა“, რუსულ პოსტზე ქართველების თავდასხმა ან მსგავსი თითიდან გამოწოვილი და მრავალჯერ გაპიარებული საბაბი, არამედ, ამ ტერიტორიაზე, აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგების პერსპექტივა იყო. ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთი საქართველოსთან ომს არ აპირებდა, მაგრამ ვინაიდან პერმანენტული საუბრები მიდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რუსეთის სამხრეთით განლაგების შესახებ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კრემლმა, რომ ამ მათთვის სახიფათო და კატეგორიულად მიუღებელი გეგმისათვის ხელი შეეშალა. კრემლის ახლადარჩეული პრეზიდენტის მოულოდნელი აღიარების მიუხედავად, მეოცნებეები ჯიუტად იმეორებენ, რომ ომის დაწყების ინიციატორი საქართველო იყო. ოკუპანტმა 2008 წლის აგვისტოს აგრესიის ავტორობა აღიარა, საქართველოში კი მაინც არ სჯერათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები