პოლიტიკა
ივანიშვილი ცრუობს?
2012-04-10 21:47:43
ჩამოტვირთვა
ნებიერად მოსული გაზაფხულის კვალდაკვალ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების ნებივრად მოტყუებაც დაიწყო. როგორც გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ოლიგარქმა განაცხადა, ის 21 აპრილს პარტიას ,,ივანიშვილი–ქართული ოცნებას“ როგორც საქართველოს მოქალაქე ისე დააფუძნებს. კითხვას , თუ როგორ მოახერხებს ივანიშვილი 21 აპრილამდე მოქალაქის სტატუსის მიღებას, როცა მან თავად მოიჭრა ყველა გზა, გასულ კვირას ოლიგარქმა პასუხი არ გასცა, პირობა კი მტკიცედ დადო
სინქრონი: სადაც ამბობს რომ დააფუძნებს პარტიას ,ბლოკი, ყრილობა იქნება , პრემიერად იყრის კენჭს
როგორ შეასრულებს ამ პირობას ივანიშვილი ამის შესახებ საუბარს მის პარტიაში ყველა ერიდება . მრჩეველთა საბჭო და იურისტები გამორიცხავენ ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნას და იუსტიციის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. გასაჩივრების შემთხვევში კი სასამართლოს პასუხს ექვსი თვის ვადაში მიიღებენ. ოცნებაში მხოლოდ სასამართლოს გზას განიხილავენ.
თუ ივანიშვილი გაჯიუტდება და ორმაგ მოქალაქეობას არ მოითხოვს პრეზიდენტისგან, საარჩევნო კამპანიში მონაწილეობისა და კენჭისყრის საშუალებას საფრანგეთის მოქალაქედ ყოფნის შემთხვევეში ქდმ–ს ის ინიციატივაც მიანიჭებს, რომლის განხილვაც პარლამენტმა გასულ კვირას უკვე დაიწყო და შეთანხმებაც აღიჭურვოს ოლიგარქი მოქალაქის უფლებით თთქმის მიღწეულია, თუმცა ოცნებელები ამაშიც ძაღლის თავს ეძებენ და ქდმ–ს ინიციატივას ეჭვების საფუძველზე უგულებელყოფენ
ივანიშვილის კოალიციაში აცხადებენ ,რომ ოლიგარქმა როცა პარტიის ყრილობა 21 აპრილს დაანონსა იგულისმხმა არა მოქალქის ოფიციალური სტატუსი ,არამედ მისი პატრიოტული სულისკვეთება . ლირიკისა და რომანტიკის მოყვარული მეოცნებენი
ივანიშვილს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევენ და თვლიან რომ საქართველოს მოქალაქეებიც ასე ფიქრობენ
კითხვა : როგორ დააფუძნებს მოქალაქის სტატუსით
პასუხი: ის არის საქართველოს მოქალაქე
თუმცა პოლიტიკა ,რომ მხოლოდ რომანტიკა ცარიელი,პატრიოტული განცხადებები და ქვეყნის ბედით შეწუხებული პოლიტიკური იმიჯი არ არის, ქარტული ოცნების ლიდერები და პოლიტიკური კოალიციის შემდუღაბებლები ალბატ ვერ ხვდებიან. რადგან ჯიუტად აცხადებენ ,რომ ივანიშვილი საქარტველოს მოქალაქე მისი ეროვნების გამო ისედაც არის, თუმცა რა გეგემები აქვთ მომავალში თუ არც ქდმ–ს ემადლიერებიან, ტუ ორმაგი მოქალაქეობის მიხეილ სააკაშვილისთვის თხოვნაც ესირცხვილებათ და არც ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების უფლება აქვთ ძნელი გასარკვევია. როგორც ამბობენ , ბარაქიანი შემოდგომის ხათრით ივანიშვილის მოქალაქეობის მოთხოვნით ერი აღსდგება.
ვინ ვის ატყუებს ქართულ ოცნებაში ? ივანიშვილს ატყუებენ საკუთარი თანაპარტიელები და მრჩეველ–იურისტები ,თუ თავად ოლიგარქი ატყუებს და რომანტიულ საბურველში ახვევეს ქართულ საზოგადოებასა და ამომრჩეველს ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ივანიშვილმა ერთხელ კიდევ იცრუა და 21 აპრილს ის კოალიციის დამფუძნებელი საქართველოს მოქალაქის სტატუსით ვერ იქნება. ერთადერთი ,რასაც ოლიგარქის კოალიცია ჯერ–ჯერობით ამართლებს სახელწოდებაა. ოცნება – რომელიც ნამდვილად უსაზღვროა.
კომენტარები