1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არის ივანიშვილის „ლიკვიდაციის“ სცენარის ავტორი?

ჩამოტვირთვა

ის რომ შევარდნაძის დროს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, ყველამ იცის, თუმცა როგორ გახდა წლების შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილი იდეით ,,რესპუბლიკელი’’ და გონებით ,,მეოცნებე’’, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიძინას უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაიწყო, ,,თეთრი ლექსების’’ წერას შეეშვა და ხელი ,,კაგებეშნიკური’’ ზღაპრების წერას მიჰყო. სწორედ ნაცვლიშვილის კალამს ეკუთვნის ცნობილი ქართული ზღაპარი, ივანიშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოგვიანებით, ყველამ ერთად კბილის ჯაგრისების და საპნის ქურდობაში მხილებულ ვახტანგ კომახიძის სოციალური ქსელის გვერდზე ვიხილეთ. კომახიძე, რომელიც საპნის ქურდობას ვერც მომავალში მოეშვა, ციხიდან თავის დაღწევის შემდეგ, მასზე უფრო დიდ ქურდებზე ჟურნალისტური გამოძიება დაიწყო. რომ შეატყო, რომ საქმე თავისი არ იყო, შერცხვენილი სამშობლოდან ჟენევაში გადაიხვეწა. როგორც ჩანს უცხო ქვეყანაში თავის გატანა ვერც ქურდობით მოახერხა და ისევ ნაცად ხერხს მიმართა... „ბიძინას მოკლავენ რეგიონში ვიზიტისას, სარწმუნო წყარომ მითხრა და კაცობა არ მაძლევს უფლებას, დავმალო...“. ბიძინას სქელი ჯიბე, ,,ამოსუნთქვასთან’’ ერთად, კაცობაზე ხელსაც რომ ააღებინებს, კომახიძემ გავრცელებული განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა კომახიძემ თუ ხელი აიღო და ბიძინას მორიგ ,,ნებიერად’’ იქცა, ნაცვლიშვილმა ,,თეთრი მელექსის’’ და ,,შემოსავლიანი’’ ზღაპრისთვის, ოლიგარქის ნდობა მოიპოვა და მის პირად უსაფრთხოებაზე ზრუნვა გადაწყვიტა. გეგმა კი ასეთი იყო, itv-ი ინფორმაციას საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის, პრესა.ჯი–ზე დაყრდნობით ავრცელებს. სწორედ, ამ ზღაპრის ავტორია ზემოთ ნახსენები „ვინმე თეთრი მელექსე“ ნაცვლიშვილი. ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც დღეს „ბიძინისტობს“ და ივანიშვილის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ასეთი გეგმა შესთავაზა ოლიგარქს: ვინმეს, უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია, ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ. ამის შემდეგ, ბიძინას გარემოცვას ხალხში განგაში უნდა აეტეხა. ბიძინა ცხადია, უნდა დაინტერესებულიყო „საქმის დეტალებით“ და ამბის გამავრცელებელისგან დაზუსტებული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია უნდა მიეღო. მართლაც, ბიძინამ აფრინა მსტოვრები ჟენევაში, კომახიძესთან, თითქოსდა მისი ლიკვიდაციის გეგმის დეტალების გასარკვევად. კომახიძემაც იხეირა და წესით, უნდა ეხეირა ნაცვლიშვილსაც... ნაცვლიშვილი ისე გაერთო ოცნებებში, სულ მალე ოლიგარქისთვის მორიგი ,, კაგებეშნიკური’’ სცენარი დაწერა, ,,დიდი პოლიტიკური ნაბიჯი’’ არ იკმარა და ოლიგარქის გულის მოგება, პატრონის დაცვის გაძლიერებით გადაწყვიტა. სულ მალე ქართველი რომანტიკოსი ,,კაგებეშნიკი’’, შუშის სასახლეში ამერიკელმა ,,ტერმინატორმა’’ ჩაანაცვლა, თუმცა ნაცვლიშვილის მორიგ ოცნებას, დეკორაციად ამერიკელი დაცვა გამოეყენებინა და ბიძინას პრორუსულობა გაექარწყლებინა, ფრთები ვერც ამჯერად შეესხა. ჟენევაში უსაქმურად დარჩენილმა კომახიძემ კი ისე ,,ამოისუნთქა’’ შემოდგომით ალბათ სამშობლოს საპნის კოლექციით თუ არა ,,დიდი შემოსავლით’’ დაუბრუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები