პოლიტიკა
ხმაურიანი დაპირისპირება ბურუსით მოცული მკვლელობის ირგვლივ
2012-04-10 19:30:20
ჩამოტვირთვა
1993 წელს დახვრეტილი ჟურნალისტის დავით ბოლქვაძის ოჯახის წევრები გაზეთ „კვირის ქრონიკის“ ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებენ. გარდაცვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გაზეთ კვირის ქრონიკის 12 მარტის ნომერში დავით ბოლქვაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალა სიცრუეზეა აგებული და რეალური მკვლელის - ლოთი ქობალიას გამართლების მცდელობაა.
გაზეთ “კვირის ქრონიკის“ ჟურნალისტი დიმიტრი ჩუბინიძე სტატიაში საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით დავით ბოლქვაძე არა ლოთი ქობალიამ არამედ ბადრი ზარანდიამ დახვრიტა. მასალაში ისიცაა ნათქვამი, რომ დავით ბოლქვაძე ხობში მოროდიორობდა და რამდენჯერმე არასრულწოვანების გაუპატიურებაც სცადა, რის შემდეგაც ის და კიდევ სამი ადამიანი ვინმე თენგიზ მხეიძემ დააკავა. კვირის ქრონიკის ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის თქმით, მისი წყარო სწორედ თენგიზ მხეიძეა. თუმცა დაღუპული ჟურნალისტის ოჯახის წევრები დავით ბოლქვაძისა და თენგიზ მხეიძის საუბრის ჩანაწერს ავრცელებენ, სადაც თენგიზ მხეიძე არათუ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტებს, არამედ იმასაც კი უარყოფს, რომ დიმიტრი ჩუბინიძეს ინტერვიუ მისცა.
აიტივისთან სატელოფონო საბრისას საპირისპიროს ამტკიცებს თავად ალია ჰოლდინგის ჟურნალისტი დიმიტრი ჩუბინიძე. მისი განცხადებით, ის ნამდვილად ესაუბრა თენგიზ მხეიძეს და ამის დამადასტურებელი, როგორც აუდიო ასევე ვიდეო ჩანაწერიც აქვს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ორჯერ გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულად ლოთი ქობალია დასახელდა. სასამართლომ მტკიცებულებებთან ერთად გადაწყვეტილების მიღებისას თავად ქობალიას აღიარებითი ჩვენებაც გაითვალისწინა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით სასჯელი 20 წლამდე შეუმცირდა, ხოლო 2004 წელს კი ლოთი ქობალია შეწყალებულ იქნა.
კომენტარები