1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა დაუჯდა ივანიშვილს ცოლ-ქმარ ალასანიების ამოსუნთქვა?

ჩამოტვირთვა

რამდენი მილიონი დაუჯდა ბიძინა ივანიშვილს ცოლ–ქმარ ალასანიების ,,ამოსუნთქვა’’. პრესა.ჯი ოლიგარქის მორიგ მოწყალებაზე საუბრობს. საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის სკანდალური ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნების“ ფორმალურმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი ალასანიასთან პოლიტიკური ქორწინების სანაცვლოდ, ერთ დროს იგორ გიორგაძის ფავორიტს, მისი მოსკოველი ამხანაგის ანგარიშზე, 3 მილიონი დოლარი გადაურიცხა - ეს „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრობის, სამეგრელოში „პრობიძინისტური“ მუშაობისა და უბრალოდ, კარგი ცხოვრებისთვის. როგორც სჩანს ოლიგარქი წარსულ საქმიანობას არ ივიწყებს და თავის დამქაშებს ,,გარასკრუტკებისთვის’’ დიდ რუსეთში ნაშოვნი მილიონებით ანებივრებს. თუმცა ბატონი ბიძინა ,,ფულმადიდებელ’’ ალასანიას მომავალშიც ,,ნებიერობას’’ ჰპირდება და პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში იგორ გიორგაძის მეგობარს მორიგ 3 მილიონს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დიად ,,სკამთან’’ ერთად ჰპირდება. მაგრამ თუ შემოდგომით ბიძინას ,,ქართული ოცნება’’ არ ახდება და არჩევნები ,,უშემოსავლოდ’’ ჩაივლის, იგორ გიორგაძის ფავორიტს რბილი სავარძელი თუ არა ივანიშვილის მილიონები მაინც შერჩება. მაშინ კი ალასანია-ფანჯიჯიძის წყვილი არათუ ბატონი ბიძინას გამოჩენით, არამედ მისი გაუჩინარებით ,,ამოისუნთქავენ’’. როგორც სჩანს ალასანია–ივანიშვილის ფინანსური გარიგებებით, ალასანიას ცოლის დაც გაოცებულია. „გაოცებული ვარ თქვენი კითხვებით, ან საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაციები, „ქართული ოცნება“ გაკვირვებიდან გამოსვლას ვერ ასწრებს, რომ თქვენ ახალი თემით რეკავთ“ კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე პრესა.ჯი–სთან მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა და ჯურნალისტს ტელეფონი გაუთიშა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები