მსოფლიო
29 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა
2012-04-10 14:38:26
29 თებერვლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი რუსეთის 30 000-მდე მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 70%-ით მეტია - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილების მართებულობას.
მანჯგალაძემ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მექანიზაციის განახლების ფარგლებში, საქართველოში, უახლოეს მომავალში, კიდევ 400 ტრაქტორისა და კომბაინის შემოყვანა იგეგმება.
კომენტარები