1 7 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯალათი, რომლის წინასაარჩევნო კამპანიას ივანიშვილი აფინანსებდა

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს დილეტანტს უწოდებს, ამბობს, რომ აპოლიტიკური წარსული აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში ოლიგარქი ზედმეტად თავმდაბალია, პოლიტიკაში ის არც ახალია და არც გამოუცდელი, თანაც დიდ პოლიტიკურ არენაზე, რუსული მოთამაშეებით და დიდი ფსონებით. ქართველი მილიარდელი საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური წარსულით გამოირჩევა და ეს წარსული რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს და 9 აპრილის ჯალათს - გენერალ ლებედს უკავშირდება. როგორც ჩანს, 9 აპრილის მემორიალთან ტიტებით მისულ ოლიგაქრს ნოსტალგია მოეძალა და 1989 წლის გახსენება სწორედ ძველი მეგობრით დაიწყო. მართალია არც იცის და არც აინტერესებს, თუმცა, მისი ,,გარასკრუტკებული’’ გენერალი, სწორედ ის ალექსანდრე ლებედია, რომელმაც 9 აპრილის სისხლიანი მოვლენების დროს, ცნობილ 345–ე პოლკთან ერთად, თბილისის კონტროლი ჩაიბარა და ქართველების წინაშე გამოჩენილი სადისტობისთვის ჯერ გენერლად და ტურის საპარაშუტო დივიზიის მეთაურად, შემდეგ კი საჰაერო სადესანტო ჯარების სარდლის მოადგილედ დააწინაურეს. ლებედმა, რომელმაც რუსული იმედები მალევე გაამართლა და პატრიოტული თამაშები უკვე სახელმწიფო დუმაში გააგრძელა, 1996 წელს ივანიშვილის ხელშეწყობით არჩევნების სენსაციად იქცა. სწორედ რუსეთში მოღვაწე ქართველი მილიარდელი აფინანსებდა მის წინასაარჩევნო კამპანიას. ივანიშვილის გვარი ლებედთან 1998 წლის არჩევნების პერიოდშიც ფიგურირებს, ლებედის ძველ ქართველ სპონსორს ბიზნესისა და პოლიტიკის შერწყმაზე უარის თქმა ამჯერადაც გაუჭირდა. თუმცა ივანიშვილი ამბობს, რომ მეგობარს ამ შემთხვევაში მხოლოდ კადრებით დაეხმარა და ფულს აღარ უხდიდა. ზუსტად 14 წლის შემდეგ კი ,,არც იცის და არც აინტერესებს’’, ალბათ ლებედი, რომ ცოცხალი ყოფილიყო ამჯერად შუშის სასახლის კონტროლს აუცილებლად ჩაიბარებდა. ივანიშვილს გენერალთან პარტნიორობა დღეს ლეიბორისტებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს, როგორც სჩანს ოლიგარქისგან განსხვავებით შრომის პარტიის წევრები მეხსიერებას არ უჩივიან და რუსული არმიის გმირად მონათლული ლებედის სისხლიანი წარსულის დეტალები მათთვის არათუ ცნობილია, არამედ რუსი გენერლის დაფინანსების გამო, ივანიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.როგორც არ უნდა ახსოვდეს და არ აინტერესებდეს, ოლიგარქი 14 წლის წინ სწორედ იმ ,,გარასკრუტკებულ’’ გენერალ ლებედს აფინანსებდა, რომელმაც 23 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას, 20 ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები