1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება ცხინვალის ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

ჩამოტვირთვა

ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებში“ პუტინის ფავორიტის, КГБ-ს ყოფილი თავმჯდომარის, ლეონიდ თიბილოვის, გამარჯვება არავის გაჰკვირვებია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. მიუხედავდ წინასააჩევნო რეიტინგებისა, თიბილოვმა საპრეზიდენტო არჩევნების 2–ე ტური 8%–იანი სხვაობით ყოფილ სახალხო დამცველს დავით სანაკოევს მოუგო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არც ერთი ოფიციალურად აღიარებული სადამკვირვებლო მისია არ დასწრებია, შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოება მას არ ცნობს. დასავლეთმა და გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე არაერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესი საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ ქართველი დეპუტატებიც. ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებს საქართველოს საგარეო უწყებაც. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქართული მხარის პოზიცია, როგორც ყოველთვის, მკაცრი იქნება და თბილისი საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისთვის მიმართავს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით ჩატარდა. 2011 წლის 27 ნოემბერს გამართულ არჩევნებში გამარჯვება ალა ჯიოევამ მოიპოვა, თუმცა დე-ფაქტო უზენაესმა სასამართლომ არჩევნები ბათილად ცნო. რასაც ცხინვალში ჯიოევას მომხრეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 ან 20 აპრილს გაიმართება. პრეზიდენტობის ახლა უკვე ექს-კანდიდატი დავიდ სანაკოევი კი ახალ პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები