1 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„9 აპრილის ტრაგედიისას იყო თუ არა ლებედი თბილისში, ეს არც ვიცი და არც არის საინტერესო“

ჩამოტვირთვა

ქართულ პოლიტიკურ არენაზე შემოდგომის წიწილასავით გამოჩეკილი ოლიგარქი 9 აპრილის მემორიალთან ყოფილი მეგობრის, ლებედის შესახებ საუბრობს. “არც ვიცი და არც მაინტერესებს – ეს იყო ივანიშვილის პასუხი კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა გენერალი ლებედი 9 აპრილის მოვლენებში. დღევანდელი შემთხვევის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ლებედის შესახებ ადრეც ისაუბრა. „ მე ლებედს ,,ვარასკრუტკებდი’’, როცა ის მივიწყებული პოლიტიკოსი იყო, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც პოლიტიკაში ჩავერთე.“ - ეს სიტყები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. რუსეთის პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას ოლიგარქი ამ რადენიმე წინადადებით იხსენებს. ,,გარასკრუტკებული’’ გენერალი სწორედ ის ალექსანდრე ლებედია, რომელმაც 9 აპრილის მოვლენების დროს ქალაქის კონტროლი ჩაიბარა და ქართველების წინაშე გამოჩენილი სადისტობისთვის ჯერ გენერლად და ტურის საპარაშუტო დივიზიის მეთაურად, შემდეგ კი საჰაერო სადესანტო ჯარების სარდლის მოადგილედ დააწინაურეს. 1996 წელს კი მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სწორედ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები