1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

9 აპრილი -დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე

ჩამოტვირთვა

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ ჩაახშო. 21 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა და მოიწამლა საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია, როდესაც თბილისში მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, მომიტინგეებმა, რომლებსაც დამოუკიდებლობის კომიტეტი ხელმძღვანელობდა მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა არმიამ დაარბია, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი" მიიღო. 9 აპრილი კი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები