მსოფლიო
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ცხინვალში
2012-04-08 15:48:15
ჩამოტვირთვა
ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მასში უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი და ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი მონაწილეობენ. ამომრჩეველთა სიაში 34 935 ადამიანი ირიცხება. არჩევნებისთვის სულ 40 000 ბიულეტენი დამზადდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. საარჩევნო უბნების გარდა ცხინვალში დილიდან ამოქმედდა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებს.
ადგილობრივი მედიისავე ცნობით "არჩევნებს" 38 საერთაშორისო დამკვირვებელი უწევს მონიტორინგს, მათ შორის რუსეთიდან, საფრანგეთიდან, აფხაზეთიდან, მოლდოვადან და მთიანი ყარაბაღიდან. მათივე ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად ცხინვალში 30 უცხოელი ჟურნალისტია აკრედიტებული.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში თიბილოვმა 42,48%, ხოლო დავით სანაკოევმა 24,58% დააგროვა.
კომენტარები