1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოკუპანტ ქვეყნას საქართველოში სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება ეკრძალება

ჩამოტვირთვა

დღეიდან ოკუპანტ ქვეყნას საქართველოს ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება ეკრძალება. ქართული მხარე რუსეთთან "ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს აღარ შეასრულებს. საგარეო უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა: "2010 წელს რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება აკრძალა. მათი მოტივის მიხედვით, ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და არ არიან ხელშეკრულების წევრები. რუსეთის ფედერაციამ, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებისას, განზრახ და უკანონოდ შეუზღუდა წევრ ქვეყნებს "ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება სრულ ტერიტორიულ წვდომაზე. რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით" ქართული მხარე რუსეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს არ განახორციელებს. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი განმარტავს, რუსეთის მხრიდან წესების დარღვევის გამო, ქართულმა მხარემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო აკაკი მინაშვილი ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებენ რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის დამოკიდებულება ნაკისრი ვალდებულებებისადმი არაადეკვატური იყო. რუსეთის ფედერაციის გარდა, საქართველო "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების წევრი სხვა ყველა ქვეყნის მიმართ გააგრძელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები