1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ერთ კაცზე მორგებული კანონპროექტი თუ დემოკრატიული ნაბიჯი

ჩამოტვირთვა

უნდა მიენიჭოთ თუ არა ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება - პარლამენტში ქრისტიან დემოკრატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველმა განხილვამ ხმაურით ჩაიარა. უმცირესობის ლიდერმა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის ფარგლებში წარმოადგინა. ცვლილებების თანახამად, პარლამენტის წევრად შესაძლებელია აირჩეს ნებისმიერი პირი 21 წლის ასაკიდან, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აგრეთვე ევროკავშირის მოქალაქეაა. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ინიციატივა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და პოლიტიკური პროცესების კიდევ უფრო გამარტივებას შეუწყობს ხელს. ოპოზიციონერი დეპუტატები კი კონსიტუციაში შესატან ცვლილებებს აპროსტესტებენ და უმცირესობის ლიდერს კონსტიტუციის ერთ ადამიანზე მორგების მცდელობაში ადანაშაულებენ. ცვლილებათა პაკეტს საყოველთაო სახალხო კომისიის შემდეგ კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზეც განიხილავენ. საპარლამენტო მოსმენები აპრილის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც კანონპროექტს კენჭისყრაზე გაიტანენ. საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ქრიტიან დემოკრატების ინიციატივით მომზადდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები