1 7 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თარგამაძის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს უჭერს

ჩამოტვირთვა

„ქრისტიან–დემოკრატები“ საკონსტიტუციო წინადადებით გამოდიან, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებებით აღჭურვა მოხდეს, რათა მან სრულიად ლეგალურად, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მიიღოს და პოლიტიკური აქტივობები დააფინანსოს. თარაგამძის წინადადებით, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს – საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. საპარლამენტო ფრაქციის ინიციატივას, მმართველი გუნდი დადებითად აფასებს, კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას უზრუნველყოფს, მუშაობას ხვალიდან დაიწყებს , ცვლილებათა პროექტი განსახილველად უკვე გადაეგზავნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. დაგეგმილია ასევე საყოველთაო სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის მოწვევაც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, რათა თავიდან იყოს აცილებული საკითხის პოლიტიზირების მცდელობა. ხოლო „ქართული ოცნების“ წევრი თინა ხიდაშელი თარგამაძის ინიციატივას ხელისუფლების „გაპრავებას“ უწოდებს ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიციის წევრები , ოლიგარქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებისატვის სხვადასხვა გზებს ეძებენ , ამ მიზნით ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსისი წევრებს დღეს საკუთარ ოფისში შეხვდა რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ პარლამენტი ცნობილი ქრისტიან დემოკრატების ინიციატივის განხილვის შემდეგ გახდება. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ადვოკატებმა შეცდომა დაუშვეს და ბიზნესმენის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ნატურალიზაციის გზით მოითხოვეს, რაც ეწინააღმდეგებება საქართველოს კანონმდებლობას, რადგან ივანიშვილი ამ დრომდე რჩება სხვა ქვეყნის ,კონკრეტულად კი საფრანგეთის მოქალაქედ,მას ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა ვერ მიენიჭებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები