1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მინისტრებმა პრემიერს ანგარიში ჩააბარეს

ჩამოტვირთვა

პრემიერ მინისტრი, ნიკა გილაური ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. ამ ინფორმაციაზე ანგარიში მინისტრებმა გილაურს მთავრობის სხდომაზე გააცვნეს. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სამინისტრომ პაციენტის უფლებების დასაცავად თამაშის ახალი წესების საბაზისო ვარიანტი შეიმუშავა. ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის პაციენტის უფლებების მაქსიმალურად გათვალისწინებაზე. ჭიაბერაშვილის განცხადებით, შესაბამისი თამაშის წესების დადგენა საჭიროა, რადგან დაზღვევის მქონე მოქალაქეებს პრობლემები ჯერ კიდევ ექმნებათ. რაც შეეხება, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სექტორს, საქართველოს მასშტაბით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დაჩქარებული ტემპით აპრილის მეორე ნახევრიდან გაგრძელდება. ხეთაგურის თქმით, წელს 15 მცირე და საშუალო ჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა სიმძლავრე ჯამში 420 მეგავატზე მეტია. ასევე იგეგმება დამატებით 10 ჰესის მშენებლობა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა გოროზიამ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია. ბელორუსიიდან უკვე 120-ზე მეტი ტრაქტორი და სათესლე მასალა ჩამოვიდა. სათესლე მასალის დარიგება რეგიონებში დღეიდან დაიწყება. მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე 105 საკითხი განიხილა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები