მსოფლიო
პოლიტიკური ნებივრობა და ბარაქიანი შემოდგომის რწმენა
2012-04-05 19:48:04
ჩამოტვირთვა
ოლიგარქი ,რომელიც ნებიერად მოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ბარაქიან შემოდგომას დაგვპირდა ,საკუთარი მრჩევლებისა და იურისტების შეცდომების გამო ჯერ საქართველოს მოქალაქეობაც ვერ მიიღო. როგორც ჩანს შემოდგომაზე წიწილების მითვლამდე , ივანიშვილს საკუთარ გარემოცვაში კვალიფიციური კადრების მოზიდვა ან კვალიფიკაციის ამაღლების mizniT იურისტებისთვის ტრენინგების ჩატარება მოუწევს,რადგან ,როგორც გუშინ გახდა ცნობილი ივანიშვილის იურისტებმა იურისპუდენციაში დილეტანტიზმი გამოავლინეს. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება ნატურალიზაციის გზით მოითხოვეს და ის ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველოს კანონი სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის ნატურალიზაციით მოქალაქეობის მინიჭებას კრძალავს .
თავად ოლიგარქი ,ადვოკატების შეცდომას არ აღიარებს და საქართველოს პრეზიდენტის უსამართლობაზე საუბრობს
იურისპუდენციაში ,საკუთარი ადვოკატების სრული ფიასკოს გადასაფარად , სიმბოლოებისა და ცრურწმენების მოყვარულმა გაპოლიტიკოსებულმა ოლიგარქმა სიტყვა 4 ოქტომბირსა და 4 აპრილის სიმბოლური პარალელებით დაიწყო და პოლიტიკაში მოსვლიდან საკუთარი იურისტების კრახამდე მოვლენების ანალიზი გააკეთა
ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთი ოცნება გააჟღერა. 21 აპრილს თავისი პარტიის „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებას დაგვპირდა და განაცხადა .რომ პარტიის დაფუძნების შემდეგ პოლიტიკურ ბლოკს „ივანიშვილი– ქართული ოცნება“ – ს შექმნის, რომლის ლიდერიც თავად იქნება და პრემიერ–მინისტრობისთვისაც იბრძოლებს. იმის მიუხედავად, რომ ბიზნესმენის მოქალაქეობის საკითხი კვლავ ღიად რჩება, ივანიშვილი პარტიას, როგორც საქართველოს მოქალაქე ისე აყალიბებს და იმედი აქვს, რომ 21 აპრილამდე მოქალაქეობას მიიღებს.
ივანიშვილი საკუთარ გამოსვლაში მაქსიმალურად ერიდებოდა, ადვოკატებსა და მრჩევლებზე საუბარს. მაქსიმალურად ეცადა , ყველა ფიასკო ,რომელიც პოლიტიკურ გზაზე განიცადა, ქვეყნის პირველი პირისათვის გადაებრალებინა, ბოლოს კი ისე შეიჭრა ოცნებებში ისიც კი წამოცდა, რომ კონტროლის პალატის მიერ დაჯარიმებულ პირებს ,რომლებიც ქართული პარტიის ანგარიშზე კოლოსალურ თანხებს რიცხავდნენ დახმარების აღმოჩენას თავად უპირებდა, თუმცა ის ვეღარ გათვალა, რომ ათასობით ლარის ოდენობით, შემოწირულობების გამღებთ წესით ჯარიმის დასაფარად ივანიშვილის დაფინანსება არ უნდა დასჭირვებოდათ.
ევროპის დემოკრატიით გაოცების დამქადნებელმა გაპოლიტიკოსებულმა ოლიგარქმა მასმედიისთვის ჭკუის დარიგება არც ამჯერად დაივიწყა, თუმცა გამოსვლის ბოლოს გამორჩა დემოკრატიულობის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო დეტალი ,დემოკრატიის სახელით ,დემორატიულად მეოცნებე ოლიგარქმა ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუელაბ არ მისცა ,რასაც მასმედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა
მოგვიანებით, ტრიბუნაზე ივანიშვილი მისმა იურისტმა და საინიციატივო ჯგუფის წევრმა , უკვე ცნობილმა პოლიტ–სექსოლოგმა არჩილ კბილაშვილმა ჩაანაცვლა და იმის დასამტკიცებლად ,რომ კვალიფიციური კადრი იყო მოქალაქეობის შესახებ გაზეპირებული კანონის მუხლები სხაპასხუპით ჩაიკითხა. შემდეგ კი რწმენისა და იმედების შინაგან თეზისებზე ისაუბრა
როგორც გაირკა ,ივანიშვილს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა არც საფრანგეთმა,რადგან საფრანგეთს,როგორც ევროპული კონვენციის ხელმომწერ ქვეყანას არ აქვს უფლება თუნდაც ერთი დღით მოქალაქეობის გარეშე დატოვოს თავისივე მოქალაქე, ხოლო საქართველოსი კანონი მოქალაქეობის შესახებ კრძალავს ნატურალიზაციის გზით სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის ,საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას,ორმაგი მოქალაქეობა კი თავის მხრივ კრძალავს პრეზიდენტის ,პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტების დაკავებას, თუმცა, ივანიშვილი და მისი გარემოცვა ორმაგი მოქალაქეობის თხოვნას არც განიხილავs
როგორც ირკვევა, ივანიშვილის იურისტებსა და მრჩევლებს , საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურად გაცნობა და გაზეპირება აუცილებლად მოუწევთ. ამ დროისათვის კი მათ მხოლოდ ერთი გზა რჩებათ ,ივანიშვილმა წერილობით უნდა მიმართოს საქართველოს პირველ პირს და ორმაგი მოქალაქეობა სთხოვოს,შემდეგ კი , ქართული კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის პასუხს ელოდოს . თუმცა , ივანიშვილი და მისი პატივმოყვარე გარემოცვა ორმაგი მოქალაქეობის საკითხს ჯიუტად არ განიხილავენ და სხვა გამოსავალზე ფიქრობენ. როგორც თავად აღნიშნავენ , ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს სხვაგავარდ დასვამენ ოლიგარქის მოყოლილი ანეკდოტისა არ იყოს.
კომენტარები