მსოფლიო
კურიოზები ბიძინასგან გრძელდება...
2012-04-06 14:59:17
ჩამოტვირთვა
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო – ეს ძველი ქართული გამოთქმა ბოლო დროს პოლიტიკურად გააქტიურებულმა ქართველმა ოლიგარქმა საზოგადებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მაშინ, როდესაც ივანიშვილისგან ოცნებას შეჩვეული მაყურებელი მეტს აღარაფერს ელოდა, ოლიგარქმა მასმედიის გაოცება დღეს კიდევ ერთხელ მოახერხა.
ნებიერად მოსული და ბიძინას ხასიათს მორგებული გაზაფხული და ნებიერად განვითარებული საზოგადოება რას ნიშნავს, ცოტა რთული გასარკვევია; ოლიგარქმა დღეს ეს „ფრთიანი“ გამოთქმები არ იკმარა და საკუთარი გეგმების პარალელურად თავისი წიგნიც დააანონსა. ივანიშვილი დღეს მწერლის ამპლუაშიც მოგვევლინა და საზოგადოებას დაპირდა, რომ მალე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ნაშრომს გამოსცემს.
დღევანდელი პრესკონფერენცია კი ივანიშლმა არც-მეტი არც ნაკლები მიტუაზე წარმოთქმული ანკედოტით დააგვირგვინა:
დღევანდელი კურიოზული ბრიფინგი ქართველ მაყურებელში ოლიგარქის აქამდე გამოთქმულ დაუვიწყარ ფრაზებს აუცილებლად გააცოცხლებდა. მაგალითად ამას:
ნათქვამია პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. ათასი ჰობით შეპყრობილ ქართველ ბიზნესმენს მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ ნებიერად განვითარებასა და ბარაქიან შემოდგომას ვუსურვებთ.
კომენტარები