1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოლიგარქის ფიქრები: „პრემიერი ვიქნები“

ჩამოტვირთვა

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საგანგებოდ შეკრებილ მასმედიას 21 აპრილს თავისი პარტიის „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნება დაუანონსა. ივანიშვილის განცხადებით პარტიის დაფუძნების შემდეგ პოლიტიკურ ბლოკს „ივანიშვილი– ქართული ოცნება“ – ს შექმნის, რომლის ლიდერიც თავად იქნება და პრემიერ–მინისტრობისთვისაც იბრძოლებს. იმის მიუხედავად, რომ ბიზნესმენის მოქალაქეობის საკითხი კვლავ ღიად რჩება, ივანიშვილი პარტიას, როგორც საქართველოს მოქალაქე აყალიბებს და იმედი აქვს, რომ 21 აპრილამდე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. დემოკრატიის სახელით მოსაუბრე ივანიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს არც ერთი კითხვის დასმის საშუალება არ მისცა და მასმედიისთვის ჭკუის დარიგება კიდევ ერთხელ სცადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები