1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე იუსტიციის სამინისტრომ დასკვნა გაავრცელა

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა. ბიძინა ივანიშვილმა კი სამოქალაქო რეესტრში ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განცხადება 2012 წლის 5 იანვარს შეიტანა. რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. „საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები