მსოფლიო
ვალერი გელბახიანი - არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკისკენ
2012-04-04 14:36:48
ჩამოტვირთვა
ყოფილმა პარლამენტარმა, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში ბრალდებულმა ვალერი გელბახიანმა დღეს საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველო“ წარუდგინა. გელბახიანი აცხადებს, რომ ორგანიზაცია იმუშავებს სოციალურ–ეკონომიკურ ტენდენციებზე, კვლევებს აწარმოებს შექმნილ პრობლემებზე და გამოსავალ გზებს შესთავაზებს სხვადასხვა პოლიტიკურ სპექტრს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პარალელურ რეჟიმში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთანაც გეგმავენ ურთიერთობათა დამყარებას. დღესვე, გელბახიანმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკაში დაბრუნებას.
კომენტარები