1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„კავკასია 2012“ - რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრობს წვრთნის

ჩამოტვირთვა

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მასშტაბურ სამხედრო სწავლებას „კავკასია 2012“ -ს შემოდგომაზე იწყებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მანევრები არა მხოლოდ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, არამედ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და სომხეთში გაიმართება. წლევანდელ სწავლებაში ჩართული იქნება არა მხოლოდ შეიარაღებული ძალები, არამედ სასაზღვრო, საჰაერო, სამხედრო-კოსმოსური თავდაცვის, საჰაერო-სადესანტო ძალებიც, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. რუსული მედიის ინფორმაციით “კავკასია 2012”-ის მასშტაბურობა ამერიკა-ირანის მოსალოდნელ ომს უკავშირდება. ამ ეტაპზე მუშავდება სწავლების სცენარი, რომელიც კასპიის რაიონსა და სამხრეთ კავკასიაში სხვა შესაძლო კონფლიქტებსაც ითვალისწინებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მიერ მასშტაბური წვრთნების "კავკასია 2012" დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტმა და საგარეო უწყებამ შესაბამისი ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე მიაწოდა. ოკუპანტი ქვეყნის ამ გადაწყვეტილებას, უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია „ეხო მასკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, რუსეთის სამხედრო საფრთხე დიდია, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიაზე მილიტარიზაციასა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავებას აგრძელებს. „რუსული სამხედრო სწავლება "კავკასია 2012" შეშფოთების საფუძველს ქმნის, რადგან მეზობელი ქვეყანა წვრთნების ჩატარებას ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე გეგმავს. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და სხვა ფაქტორები რუსეთს ამ პოტენციური გადაწყვეტილების განხორციელების უფლებას არ მისცემს" ქართველი კანონმდებლების აზრით, საერთაშორისო საზოგადოება ზემოთაღნიშნული წვრთნების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. ოკუპანტი ქვეყნის გადაწყვეტილება კი რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური წვრთნები "კავკასია 2012", შემოდგომაზე, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე იწყება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ თავის ფინელ კოლეგა ერკი ტუომიოასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო სწავლება "კავკასია-2012" საქართველოში არჩევნების პარალელურად განზრახ დაიგეგმა. ვაშაძის თქმით, ეს სწავლება 2008 წლის აგრესიამდე მოწყობილ სწავლებებთან შედარებით ბევრად მასშტაბურია. ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მიერ მასშტაბური წვრთნების "კავკასია 2012" დაგეგმვის შესახებ ქართულმა მხარემ საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიაწოდა. თუ რა გამოხმაურებას ჰპოვებს ოკუპანტი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები